Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/cms-image-000002579.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
როლანდ ახალაია დღეს პროკურატურაშია დაბარებული
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი როლანდ ახალაია დღეს, 26 დეკემბერს  მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე პროკურატურაშია დაბარებული. როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ,  საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთში როლანდ ახალაიას საქმიანობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია 24 დეკემბერს, 14:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით იყო დაბარებული. "აღნიშნულის თაობაზე 2013 წლის 23 დეკემბერს მას უნდა ჩაბარებოდა უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, მაგრამ, ვინაიდან არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე, იგი გამოძახებული იქნა ტელეფონით, რომელსაც განემარტა, რომ მოწმის სახით ჩვენების მისაცემად 2013 წლის 24 დეკემბერს 14:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - აცხადებენ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე და განმარტა, რომ უწყებას ჩაიბარებდა მისი ადვოკატი რომეო საჯაია. "ამ უკანასკნელმა კი სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უწყების ჩასაბარებლად თვითონ გამოცხადდებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2013 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში. 2013 წლის 24 დეკემბერს რომეო საჯაია არ გამოცხადდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში უწყების ჩასაბარებლად, ასევე არ გამოცხადდა როლანდ ახალაია დაკითხვაზე 14:00 საათზე. მათთან დამატებით დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, ვინაიდან არაერთგზის მცდელობისა, ტელეფონები იყო გამორთული", - აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, როლანდ ახალაია მთავარ პროკურატურაში დასაკითხად 26 დეკემბერს 13:00 საათზე განმეორებით იქნება გამოძახებული. როლანდ ახალაია 2004-2012 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი იყო. "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.