პატიმართა წამების საქმეზე ძებნილ მეგის ქარდავას, მსჯავრდებულებს ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილს ბრალი დაუმძიმდათ. საქმე ეხება მალხაზ არქანიას წამებას.
ამ საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. განცხადება პროკურორმა ლაშა მაღლაკელიძემ გააკეთა და საქმის დეტალები გაახმოვანა.
საქმეში ახალი გარემოებები და ახალი მოწმეები გაჩნდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების - ბედუკაძის, ფხალაძის, ფარულავას, სისაურისა და ტერაშვილის ჩვენებები.
ქარდავას ინტერპოლი ეძებს, ფაცაცია კი ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ დაკავებულია. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დაცვას ჯერ მასალები არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები