„ფორმული -1“ -ის შვიდგზის ჩემპონი, მიხაელ შუმახერი საფრანგეთის გრენობლში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. პარიზიდნ მასთან საუკეთესო ფრანგი ნეიროქირურგი ჟერარ საიონი მოიწვიეს. ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. გრენობლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ჟან-მარკ გრენიეს თქმით, შუმახერმა თავის ქალის სერიოზული დაზიანება მიიღო და მას გადაუდებელი ნეიროქრურგიული ოპერაცია დასჭირდა. მერიბელეში, მთის თხილამურებით სრიალისას, შუმახერი დაეცა და თავი კლდეს მიარტყა. თავიდან მისი ჯანმრთელობის მდგომრეობა საგანგაშო არ ჩანდა, მას გონება არ დაუკარგავს, თუმცა ძლიერი შოკის მდგომრეობაში იმყოფებოდა. თუმცა ანალიზებმა უჩვენა, რომ ტრავმა, უკიდურესად სერიოზულია და მან ტვინში სისხლის ჩაქცევა გამოიწვია. სპორტსმენი სასწრაფოდ გადაიყვანეს გრენობლის საავადმყოფოში.
მასალის გამოყენების პირობები