სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს 1-ელ და 2 იანვარს თევზის მიღების კურთხევა მისცა. როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დასასრულს ბრძანა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები თევზს კურთხევის გარეშეც მიირთმევენ.
"ხალხი მაინც მიირთმევს თევზს ახალი წლის დღეებში და ლოცვა-კურთხევა მაინც ჰქონდეს", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის განმარტებით, საახალწლო პარაკლისი ძველით ახალ წელს შესრულდება.
"ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ მამაზეციერმა", - მიმართა მრევლს ილია მეორემ.
მასალის გამოყენების პირობები