საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით დღეს, 30 დეკემბერს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაშარში პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩოხოსანთა საზოგადოების წარმოამდგენლები, ასევე პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები და თანამოაზრეები.
მოგვიანებით მათ ზვიად გამსახურდიას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
გამსახურდიას მხარადამჭერებმა და თანამოაზრეებმა პირველი პრეზიდენტის ძეგლთან შეკერბილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ისინი გამსახურდიას გარდაცვალების საქმის სამართლაინ გამოძიებას ითხოვენ. ამასთან, ისინი მოითხოვენ, 9 აპრილი აღინიშნოს არა მხოლოდ, როგორც გლოვის დღე, არამედ როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
მასალის გამოყენების პირობები