ახალი წლიდან ამოქმედდა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, 2014 წლის 1-ელი იანვრიდან ენიშნებათ ყოველთვიური კომპენსაცია, რომლის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან -1000 ლარს.
აღნიშნული კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი ყოველთვიური სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად).
მასალის გამოყენების პირობები