Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/download.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
შვეიცარიასთან სავიზო პროცედურები გამარტივდა
შვეიცარიასთან სავიზო პროცედურების გამარტივება 2014 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში. საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციით, ხელშეკრულებით, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და შვეიცარიის ფედერალურმა კანცლერმა დიდიე ბურქჰალტერმა 13 სექტემბერს მოაწერეს ხელი, გათვალისწინებულია გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზების გაცემა. ამავე ხელშეკრულებით, სავიზო მოსაკრებელი განისაზღვრა 35 ევროთი და ვიზის გაცემის ვადა განისაზღვრა მაქსიმუმ 10 დღით. "ეს ხელშეკრულება ეყრდნობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ემსახურება შენგენის სივრცეში სავიზო პროცედურების სტანდარტიზაციას. ამ ხელშეკრულებით მარტივდება გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზების გაცემა მთელი რიგი ადამიანებისათვის, როგორებიც არიან ბიზნესმენები, ჟურნალისტები და ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ შვეიცარიაში ცხოვრების უფლება. გარდა ამისა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში 90 დღემდე ყოფნის უფლებით გაცემული ვიზის მოსაკრებელი განისაზღვრება 35 ევროთი 60 ევროს ნაცვლად. მოსაკრებელი ეროვნული ვიზებისათვის 90 დღეზე მეტი დარჩება უცვლელი და იქნება 60 ევრო. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელი იქნება დოლარშიც, გაცვლითი კურსის შესაბამისად",-ნათქვამია ინფორმაციაში. ვიზასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ვებგვერდზე: http://www.eda.admin.ch/tbilisi
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.