Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/pregnant-happy-grass-lg.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
დეკრეტული ანაზღაურება 1000 ლარამდე გაიზარდა
დეკრეტული შვებულებების დღეების რაოდენობისა და დეკრეტული ანაზღაურების გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში ახალი წლიდან შევიდა. ამ მიმართულებით "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები 2014 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. კერძოდ, "შრომის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, დასაქმებულს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა. აქედან ანაზღაურებადი ხდება 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. დეკრეტული შვებულებების ზრდის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილება იმ პირებზეც აისახება, რომლებსაც ახალშობილი შვილად აჰყავთ. კერძოდ, დასაქმებული, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს იშვილებს, დეკრეტული შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და შესაბამისი თანხების ზრდის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, "შრომის კოდექსის" ახალი მუხლების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი თანხის ოდენობა არა უმეტეს 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამასთან, კანონი ამბობს, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება დამატებით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.