საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, 2014 წლის 3 იანვრიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისგან, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან. კანდიდატის წარდგენა შესაძლებელია კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნები დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 დეკემბრის #30/12/01 განკარგულებით "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ", რომელიც განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალრ ვებ-გვერდზე: www.president.gov.ge
მასალის გამოყენების პირობები