თურქეთში, სტამბოლის ზონის ქალაქ გებზეში გარდაცვლილ ოთხ ქართველს საქართველოში სავარაუდოდ, ორშაბათს გადმოასვენებენ. როგორც " თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი სამი პირი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია, ერთი მათგანის კი მხოლოდ სახელია ცნობილი.
ასაშვილის განცხადებით, გარდაცვლილების გადმოსვენებაში ქართულ მხარეს თურქეთის მხარეც დაეხმარება.
"სარფამდე თურქების დახმარებით მოხდება გარდაცვლილების გადმოსვენება, სარფიდან კი ამას ქართული მხარე უზრუნველყოფს", - განაცხადა ასაშვილმა.
რაც შეეხება მოწამლულებს, გენერალური კონსულის განმარტებით, ისინი გებზეს საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
მომხდარის შესახებ გარდაცვლილისა და მოწამლულების ოჯახის წევრებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
ქართული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გარდაცვალება კუსტარულად დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელმა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები