საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა წუხელ გვიან ღამით აიკრძალა, თუმცა, როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ამ დროისთვის შეზღუდვები აღარ მოქმედებს. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები