საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე ისევ დაძაბული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ პატრულმა კონტრაქციის მონაწილეებს შორის ცოცხალი კედელი გააკეთა, აქციის მონაწილეები ერთმანეთს ისევ დაუპირპისრდნენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა გიორგი გაბედავამ საპატრიარქოს მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს პლაკატი გამოართვა და დახია. სწორედ ამ დროს მოხდა აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი ფიზიკური დაპირპისპირება და საპატრულო პოლიციამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე ჩასვა მანქანაში და წაიყვანა.
საპატრულო პოლიცია ცდილობს, აქციის მონაწილეებს შორის ცოცხალი კედელი ისევ გააკეთოს და მათ შორის ფიზიკური დაპირპისრება არ დაუშვას.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები