საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. უწყების ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მეჰმეთ ქ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 201 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. "ექსტაზი" ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 21,182 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1,367 გრ ამფეტამინს შეიცავს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
მასალის გამოყენების პირობები