Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/9dafc185257d1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ ამინდი გაუარესდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ქვეყნის მთელ ტერიტორტიაზე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად კი თოვლის სახით. ზღვის სანაპიროზე სავარაუდოდ წვიმა იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ზოგან კი - თოვლიც. მაღალ მთაში ყველგან თოვლია მოსალოდნელი, მაღალმთლიან რაიონებში შესაძლოა ქარბუქიც იყოს და ზოგან შეიძლება ძლიერადაც მოთოვოს. რაც შეეხება თბილისს, როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, თბილისში ხვალ, დღის განმავლობაში შესაძლოა ცოტა იწვიმოს, ღამით შესაძლოა თოვლჭყაპში გადაიზარდოს. მისივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ძალიან არ დაეცემა. ღამით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 0 - +5 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი -3 - -4 გრადუსამდე. ზოგან ყინვა საერთოდ არ არის მოსალოდნელი. სინოპტიკოსები გამოდარებას 15 იანვრიდან ვარაუდობენ, თუმცა შემდეგ დღეებშიც ზოგჯერ მცირე ნალექს მაინც ელიან. ამჟამად კი მხოლოდ რიკოთზე თოვს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.