Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/6147988742_79747ceb46_z.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ხერგიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაუდასტურეს. „ჯერ არ ვიცი დაბრუნდება თუ არა ის სამსახურში. სასამართლო განჩინებასაც უნდა გადავხედოთ, ეს მარტივი პროცესი არ არის“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჯოლიანმა. ცნობისთვის, ალექსანდრე ხერგიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის 12 სექტემბერს დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მესტიის რაიონში, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად, სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში ჩატარებული სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი მეწარმისგან, ქრთამის სახით, 300 000 ლარი აიღო“, - იუწყებოდა მაშინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხერგიანს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.