Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/b682a9226d1a9264a153c71ba0bf7a79_3654_7097.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/b682a9226d1a9264a153c71ba0bf7a79_3654_7097.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/b682a9226d1a9264a153c71ba0bf7a79_3654_7097.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/b682a9226d1a9264a153c71ba0bf7a79_3654_7097.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიასა და თბილისის N7 საპყრობილის ყოფილ დირექტორს მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ახალაიას და ქარდავას ახალი ბრალი პატიმრების წამების ფაქტზე წარედგინათ. "2014 წლის 12 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია და ქ.თბილისის N7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა. ეს უკანასკნელი ამჟამად იმყოფება მიმალვაში. გამოძიებით დგინდება შემდეგი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გ.გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე. ბ.ახალაიას დავალებით გ.გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის ძმას, რომელიც მეგობრებთან რომან სურმანიძესთან და მარად ართმელიძესთან ერთად, იმყოფებოდა წალკაში ნათესავის ნათლობაში. ძმის თხოვნით შოთა გორგაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ქ.თბილისში, "ნავთლუღის" ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა - 1988 წელს დაბადებული შოთა (მურად) გორგაძე და მისი მეგობრები: 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ ქ.რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. სპეცოპერაციის შემდგომ გ.გორგაძეს მის მობილურ ტელეფონზე ციხეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკლული და მიდიოდნენ ციხეში, რომ გ.გორგაძისთვისაც მიეხედათ. სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით ბაჩანა ახალია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ბ.ახალაიას ბრძანებით, პატიმრები - გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს. ბ.ახალაიამ და მ.ქარდავამ N1 დაწესებულების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მითითებული პატიმრების უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც. ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს, ურტყამდნენ მათ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს. ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვავდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. "კორიდორში", სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით. დაწესებულების ეზოში ხსენებული პატიმრების ცემის შემდეგ, მათ ბ.ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გაყვანისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებული პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ძირს ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი ბ.ახალაიას მითითებით დააყენეს ჯერ N1 დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბ.ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ მათ ცემას. აღნიშნულის შემდეგ, ყოველგვარი იურიდილი საფუძვლების გარეშე ბ.ახალაიამ უკანონოდ გასცა განკარგულება პატიმრების გ.გორგაძის, დ.ლექვთაძის, ვ.პაპავას, მ.მანდარიას, მ.ბეჭვაიას და ბ.მესხის ს.ა.დ.-ის #1 დაწესებულებასთან შედარებით უფრო მკაცრი რეჟიმის - N7 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა მოყვანილი სისრულეში. ს.ა.დ.-ის N7 დაწესებულებაში შეყვანისას პატიმრებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. მითითებულმა პირებმა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალოდ ცემა ხელკეტების გამოყენებით და კვლავ თხოვნდენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას, რის შემდეგაც გ.გორგაძე, ვ.პაპავა, მ.მანდარია, მ.ბეჭვაია, ბ.მესხი და დ. ლექვთაძე შეასახლეს საკნებში. პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც, ისინი სათითაოდ გაყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან წამების შედეგად მოითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ. ხსენებული პატიმრების წამება საერთო ჯამში გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც, მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებებისა, ყველა პატიმარი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე შეასახლეს საკნებში. გამოძიება აგრძელებს მუშაობას ქ.თბილისში "ნავთლუღის" ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად, რასაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია", - აცხადებენ პროკურატურაში. ოფიციალური ცნობით, ბრალდებულების ახალაიას და ქარდავას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.