უამინდობამ გზებზე ისევ პრობლემები შექმნა. დიდთოვლობის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე დილიდან შეზღუდვები მოქმედებს.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა რიკოთის უღელტეხილთან, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია.
გადაადგილება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს შეუძლიათ, ისიც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. უღელტეხილზე ამ წუთებშიც თოვს.
მასალის გამოყენების პირობები