Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/35227_50ffc2fe2d683.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშე ელენე გედევანიშვილი იქნება
7 თებერვალს სოჭში დაგეგმილ ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ქართველი მოციგურავე ეროვნული დროშით წარდგება. სათადარიგო მედროშედ კი იასონ აბრამაშვილი განიხილება. ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ოთხი წევრისგან შედგება. ელენე გედევანიშვილის გარდა, გუნდში კიდევ სამი მოთხილამურე ირიცხება. თვის ბოლომდე ჩვენი ნაკრების შემადგენლობა შესაძლოა, კიდევ ერთი მოთხილამურით გაიზარდოს. ელენე გედევანიშვილი ამჟამად ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე დროშის წამღებად ამირჩიეს. ორი აზრი არ არის, რომ მე ამას დავეთანხმები. წინა ორ ოლიმპიადაზე ისე მოხდა, რომ გახსნაზე ვერ ჩავედი. რადგან ჩვენი შეჯიბრება ცოტა გვინაა, ვარჯიშების საშუალება არ არის, დღეში მხოლოდ ნახევარ საათს გვაძლევენ და ეს საკმარისი არ არის, რომ ჩემი ფორმა შევინარჩუნო. დროშის წაღების გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქვეყანა და დროშა ღირსეულად წარმოავდგინო”, - განაცხადა გედევანიშვილმა. სოჭში ქართული დელეგაცია 6 თებერვალს გაემგზავრება. ოლიმპიური თამაშები კი 7 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.