როგორც კომისიის რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, მსჯავრდებულთა სია პრეზიდენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
მისი განმარტებით, კომისიის მუშაობა გართულდა, ვინაიდან უპრეცენდენტო რაოდენობის განცხადებები მიიღეს.
"წინა სხდომისგან განსხვავებით, შინაარსობრივადაც იყო ძალიან მძიმე საქმეები, ამიტომ 250 განცხადებიდან მხოლოდ 60-ზე მეტ საქმეზე გავეცით რეკომენდაცია. პრეზიდენტი შეწყალების აქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
შეწყალების კომისია პატიმართა მორიგ შეწყალებას 3 მარტისთვის გეგმავს. როგორც სხდომის შემდეგ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, კომისიამ ყველა საქმის ინდივიდუალური გარემოებები გაითვალისწინა, თუმცა რამდენიმე საქმე მარტის სხდომისთვის გადაიდო, რადგან მათზე შეთანხმება ვერ შედგა.
მასალის გამოყენების პირობები