რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დილის საათებში მოქმედი შეზღუდვის რეჟიმი შეიცვალა. დილით ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამ დროისათვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ - ჩუმათელეთი-შროშას მონაკვეთზე.
აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ193 ნატახტარი-ზესტაფონის მონაკვეთზე.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები