რუსეთში ჩეხეთის საელჩომ აფხაზ სტუდენტებზე ვიზის გაცემაზე უარი თქვა. სტუდენტები ჩეხეთში სტაჟირებაზე მიდიოდნენ.
დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიზეზად ის დაასახელა, რომ უცხოეთის პასპორტები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საელჩოს მიერ იყო გაცემული.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს აფხაზმა ჟურნალისტებმა, რომლებიც საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ. სწორედ მათი პატრონაჟით მიემგზავრებოდნენ სტუდენტები ჩეხეთში. მედიის წარმომადგენლები ჩეხეთს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრაღა ადამიანების თავისუფალი გადაადგილებასა და განათლების უფლებას ზღუდავს.
ჩეხეთში მცხოვრები ადამიანები არ იზიარებენ ხელისფუფლების დისკრიმინაციულ მიდგომას რუსეთისდა და აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ.
http://apsnypress.info/news/11019.html
მასალის გამოყენების პირობები