Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/20130319193144041.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/20130319193144041.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/20130319193144041.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/20130319193144041.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - საჯარო უწყებებისთვის ავტომანქანების შეძენის სტანდარტები რამდენიმე დღეში გვექნება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობდა თანამდებობის პირების მიერ ავტომაქანების შეძენის არავითარი სტანდარტები, მისი მთავრობის წევრებმა არ იცოდნენ, როგორი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელათ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. "რაც შეეხება ავტომანქანების ხარჯებს, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო ის მანკიერი ტრადიცია, რომელიც დამკვიდრებული იყო წინა ხელისუფლების მიერ და გრძელდებოდა წლების განმავლობაში. წინა ხელისუფლების დროს არავითარი სტანდარტები არ არსებობდა. მათ ყველანაირი სტანდარტი მოშალეს და ხდებოდა ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, არამედ დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის.პირველი, რაც მე გავაკეთე ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის დროს იყო ის, რომ, მე ფინანსთა სამინისტროს გასაყიდად გადავეცი ძვირადღირებული და ხარჯიანი მანქანები. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობის კანცელარიამ, რომელიც მუშაობდა ამ საკითხებზე, დაამუშავა და პრაქტიკულად მზად არის საზოგადოებისთვის წარსადგენად ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ საჯარო მოხელეებმა. იქ იქნება ზუსტი დეფინიცია, თუ რომელი თანამდებობის პირმა როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლოს. შედეგად, აღარ აღმოჩნდება კონკრეტული მინისტრი თუ სხვა თანამდებობის პირი უხერხულ მდგომარეობაში",-განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე  განცხადებით, მას უნდა, მოსახლეობამ სწორად გაიგოს, რატომ ხდებოდა ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა ამა თუ იმ თანამდებობის პირის მხრიდან. "ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელათ. მათ ალბათ არ გაუწიეს ანგარიში, უბრალოდ არ დაფიქრდნენ ალბათ და შეიძინეს ის მანქანები, რასაც იძენდნენ წლების განმავლობაში. მათ ეს მიაჩნდათ ნორმად. ახალი სტანდარტები რამდენიმე დღეში გვექნება, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს და ყველა იქნება ვალდებული დაემორჩილოს მას. ვისაც ეკუთვნის ახალი სტანდარტების მიხედვით ძვირადღირებული მანქანები, ისინი შეიძენენ. რაც შეეხება კომპიუტერს და ტელეფონს, უკაცრავად მაგრამ, კომპიუტერის შესყიდვა მემგონი ნორმალურია",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.