შს სასმინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ ზუგდიდის გამგეობას 2009 წელს გადაცემული ავტომობილი Suzuki Grand Vitra დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 16 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც სხდომაზე განმარტეს, ავტომობილის დაბრუნების ინიციატივა სამხარეო პოლიციას ეკუთვნის. ზემოაღნიშნული ავტომობილი დროებით სარგებლობაში ა.ი.პ.ი. „ზუგდიდასუფთავებას“ გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები