საქართველოს ახლა სჭირდება შეთანხმება და არა შურისგება, - აღნიშნული განცხადება ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად პრესკონფერენცია ჯანი ბუკიკიომ გუშინ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გამართა.
"თბილისში გამართული შეხვედრების დროს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თანამშრომლობის კარგი ატმოსფეროა, რაც თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს 1993 წლიდან ვიცნობ და თქვენთან ურთიერთობის განმავლობაში ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანია იყოს თანამშრომლობის საუკეთესო სულისკვეთება. თქვენ ახლა გჭირდებათ შეთანხმება და არა შურისგება. თქვენ გჭირდებათ ერთად ყოფნა - ყველა პოლიტიკურ ძალას, სამოქალაქო სექტორს, რათა საქართველოში უკეთესი საზოგადოება იყოს. ამ სულისკვეთებით, ამ მიდგომით და ჩვენი მოკრძალებული დახმარებით, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ", – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
მასალის გამოყენების პირობები