ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დღეს DUTY FREE გაიხსნება.
ATU Duty Free-ის ინფორმაცით, DUTY FREE-ს 148 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია და აქ განთავსებულ მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება 700-მდე სახეობის სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის პროდუქცია, მათ შორის კლასიკური ტიპის Duty Free-ის საქონელი, როგორიცაა ქართული ღვინოები და აზიური ტკბილეული.
გახსნის ცერემონიას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ ATU Duty Free-ს სერვისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც ისარგებლებს. ქუთაისის აეროპორტში ახალი მაღაზიების მშენებლობის პროცესი 2013 წლის დეკემბერში დაიწყო.
ATU Duty Free წამყვანი თურქული რითეილერია მოგზაურობის სექტორში, რომელიც მსოფლიოს 11 ქალაქის აეროპორტებში განთავსებულ თავისუფალი ვაჭრობის ზონას უწევს ოპერირებას. საქართველოს აეროპორტებში კომპანია თავისუფალ სავაჭრო ზონას TAV Airports-თან და Unifree-სთან ერთობლივად შექმნილი კომპანიის მეშვეობით მართავს. აღნიშნულ კომპანიაში მნიშვნელოვანი წილი აქვს Gebr Heinemann-საც, რომელიც ATU Duty Free მაღაზიებისათვის ასევე ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებელსაც წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები