რუსი სამართალდამცავების მიერ ძებნილი, 22 წლის ტერორისტი რუზანა იბრაჰიმოვა ამ დროისთვის სოჭის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს.
ამასთან, სამართალდამცავების წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ გოგონა სოჭში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობასთან ახლოს შენიშნეს.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუზანა იბრაჰიმოვა ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთი სოფლიდანაა. გასული წლის ივლისში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვას, შესაძლოა, ტერორისტული აფეთქება განეხორციელებინა იაკუტიაში.
ამასთან, 2013 წლის თებერვალში რუზანა იბრაჰიმოვა რუსმა ძალოვანებმა დაღესტანში ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.
მასალის გამოყენების პირობები