ჩვენი ოპერატიული გეგმები, რომელიც მუდმივად იხვეწება, ადაპტირებულია ყველა ვარიანტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ნეიტრალური ზონის შექმნის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული ძალები და საშუალებები ყველა სცენარის მიხედვით საკმარისი იქნება გამოწვევებზე რეაგირებისთვის.
"ის ძალები და საშუალებები, რომელიც აქვს თავდაცვის სამინისტროს, ყველა სცენარის მიხედვით, გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისთვის საკმარისი იქნება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 იანვრიდან 21 მარტის ჩათვლით, გაგრის რაიონში სასაზღვრო ზონები დროებით შეიცვალა. როგორც აფხაზური მედია წერს, სასაზღვრო ზოლი რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში 11 კილომეტრის სიღმეში დადგინდა.
მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში საზღვრის ზონას გადაკვეთენ, ვალდებულები არიან თან ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
მასალის გამოყენების პირობები