ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქციას მართავდნენ, რამდენიმე წუთით ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპატრულო პოლიციის თხოვნით აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გაათავისუფლეს და ისევ პროკურატურასთან გადაინაცვლეს. ამ წუთებში დაკავებული არასრულწლოვანის დედა ოლქის პროკურორთან შეხვედრაზე იმყოფება.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. სოფელ შამგონაში მცხოვრები არასრულწლოვანის ი. ქ.-ს ახლობლები და მეზობლები სამი თვის წინ, ასევე არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, დაკავებული უდანაშაულოა და მოზარდებს შორის მხლოდ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაკავებულის ადვოკატი შორენა კალანდია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ექსპერტიზის დასკვნის არსებობის გარეშე წარედგინა, რაც მისივე თქმით, კანონდარღვევაა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზა ცალსახად ადასტურებს, რომ გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
როგორც დაკავებულის ახლობლები განმარტავენ, მოზარდებს შორის უთანხმოება გასული წლის ოქტომბრერში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები