Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/aaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/aaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/aaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/aaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მერებისა და გამგებლის არჩევისთვის 50 %-იანი ბარიერის დაწესებას ითხოვს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მერებისა და გამგებლების არჩევისთვის 50 %-იანი ბარიერის დაწესების მომხრეა. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტის გამოვლინება იქნება ის, რომ აღნიშნული თანამდებობის პირები მოსახლეობის უმრავლესობის მიერ იქნენ არჩეულნი. "ის ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ და რომელზეც საუბრობს უმრავლესობა, ვფიქრობთ, გაუმჯობესებული ვარიანტია და მნიშვნელოვანია, რომ ბარიერი გაზრდილი იქნას, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის საუბარი 40 %-ზე. სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში აღნიშნულ ცვლილებებში საუბარია 50 %-იან ზღვარზე - ეს არის ის, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მმართველი კოალიციის პოზიციის შეცვლა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ მერებისა და გამგებლისთვის ზღვარი აიწიოს 50 %-მდე. ვფიქრობ, ეს იქნება უფრო სწორი და ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტზე. 50 %-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არჩეული პირის ლეგიტიმაცია იქნება უფრო მაღალი, იქედან გამომდინარე, რომ მას მოსახლეობის უმეტესობამ დაუჭირა მხარი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მეორე ტურის ალბათობა არსებობს და როგორც ამბობენ, საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს არ არის მიზანშეწონილი, რადგან კონკრეტულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, მეორე მხრივ, თუკი დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხზე ვსაუბრობთ, მოსახლოების უმეტესობის პოზიცია და დამოკიდებულება უნდა იქნას გათვალისწინებული, როცა საქმე შეეხება გამგებელს და პირდაპირ არჩეულ მერს", - აღნიშნა გიგაურმა. ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნული საკითხის დასმას ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში გეგმავს. "გარდა ზღვარისა, ასევე არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება თვითმმართველობის რეფორმას, თვითმმართველობის არჩევნებს და ზოგადად საარჩევნო რეფორმას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში მიღებულ იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის ცვლასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, გვაქვს არც თუ სახარბიელო მოცემულობა _ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გააჩნია მმართველ გუნდს. შესაბამისად, არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული. დღეის მდგომარეობით, ნამდვილად უსამართლო საარჩევნო სისტემა არსებობს", - დასძინა გიგაურმა.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.