დაძაბული რჩება ვითარება უკრაინაში. უკრაინელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. კიევში ღამის განმავლობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. არიან დაშავებულები.
გრუშევსკის ქუჩაზე ამ დრომდე მობილიზებულია როგორც „ბერკუტი“, ისე - დემონსტრანტები. პარალელურად, საგანგებო განცხადებას ავრცელებს ვიტალი კლიჩკო. ოპოზიციის ლიდერის თქმით, მას ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, ბერკუტი გრუშევსკის მოედანზე აქციის დარბევას გეგმავს.
საგანგებო მიმართვას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი. ვიქტორ იანუკოვიჩი მოსახლეობას სთხოვს არ აყვნენ მათ, ვისაც ქვეყანაში არეულობის გამოწვევა სურს. მან ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხდა, რომ ვითარების დასარეგულირებლად მზადაა კომპრომისზე წავიდეს.
იანუკოვიჩი არ გამოხმაურებია მისი პარტიის - "რეგიონების" მოთხოვნას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები