კიევში, მაიდანზე შტურმისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საშალება ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დემონსტრანტებმა ბარიკადები გაამაგრეს. მოედანთან მიახლოება თითქმის შეუძლებელია. უსაფრთხოების მიზნით მომიტინგეები მოედანზე არავის უშვებენ.
მაიდანზე ასობით ადამიანი იმყოფება. ჩაფხუტებითა და ხელკეტებით აღჭურვილი დემონსტრანტები ბარიკადებთან პოზიციებს აძლიერებენ და შტურმისთვის ემზადებიან.
პარალელურად, დამოუკიდებლობის მოედანზე ლოცვა დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები