უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო გრუშევსკის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად პირის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ცნობილი გახდა გარდაცვლილის ვინაობა, რომელიც სერგეი ნიგოიანი აღმოჩნდა.
"უკრაინსკაია პრავდას" წყაროს ცნობით, ნიგოიანი ევროიმაიდნის აქტივისტი იყო და მან ერთი ჭრილობა ყელის, ხოლო ერთი – თავის არეში მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები