როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეენკომ განაცხადა, ლარის კურსის ცვლილების გავლენა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი კონტრაქტია გაფორმებული.
მინისტრის განმარტებით, არის კონტრაქტები, რომლებშიც ლარია ჩადებული. ასეთ შემთხვევაში წარმოსადგენია, რომ მერყეობა მედიკამენტების ფასზე რაიმე გავლენა იქონიოს, თუმცა სადაც კონვერტირებული ვალუტაა ჩადებული, მაგალითად დოლარი ან ევრო, ასეთ შემთხვევაში ალბათ იგივე პროცენტით იმოქმედებს, როგორიც არის ლარის კურსი.
"მე არ ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ლარის კურსის აწევამ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს წამლების გასაყიდ ფასზე", - აღნიშნა სერგენკომ.
მასალის გამოყენების პირობები