Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/08/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
საქართველოში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნი პატივსაცემის ნიშნად, დღეს და ხვალ, 7 და 8 აგვისტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაეშვება სახელმწიფო დროშები. საქართველოში ხსოვნის კვირეულის აღნიშვნა გრძელდება. გულზე დაბნეული წითელი ყაყაჩოებით მოქალაქეები მთელი კვირის განმავლობაში სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს იხსენებენ. დღეს კი ”თი-ბი-სი გალერეაში” ის მხატვრული ნამუშევრები გამოიფინება, რომელიც რუსული აგრესიის დროს დაღუპული გმირების შვილებმა შექმნეს. სპეციალურად მათთვის მხატვართა კავშირში მხატვარმა გია ბუღაძემ მასტერ-კლასი გამართა. პატარების მიერ შექმნილი მხატვრული ტილოების ნახვა ”თი-ბი-სი გალერეაში” ყველა მსურველს შეეძლება. ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, აქტიური ღონისძიებები გუშინ დაიწყო. გაზეთ “პრაიმ-თაიმის” ინიციატივით, 6-იდან 12 აგვისტოს ჩათვლით, რუსული აგრესიისა და ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს იხსენებენ. "საქართველოს მოპარული ისტორია" – ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა გუშინ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გამართა. ექსპოზიციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და გასაბჭოების ამსახველი დოკუმენტური მასალა იყო წარმოდგენილი. პარალელურად, გამოფენაზე ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეციალური ნომრის პრეზენტაციაც გაიმართა. ასევე ნაჩვენები იყო ფილმი ,,ნელი მოქმედების ნაღმები“, სადაც 1921 წლისა და 2008 წლის რუსულ აგრესიას შორის პარალელებია გადმოცემული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.