"თვითმმართველობის კოდექსის" პროექტისა და მასთან გდაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით კენჭისყრა დღეისთვის იგეგმება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 15:00 საათისთვის თვითმმართველობის საკანონმდებლო პაკეტის კენჭისტრაზე გატანით დაიწყება. პროექტში ყველა ის შენიშვნა უნდა აისახოს, რომელიც პარლამენტის მხრიდან დაფიქსირდა და მთავრობამ გაიზიარა.
ამასთან, თვითმმართველობის პაკეტის ფარგლებში განხილვის საგანი აღარ იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. როგორც გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, ის რაც საარჩევნო კოდექსს ეხება, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში იქნება განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გავა პარლამენტში განსახილველად.
მასალის გამოყენების პირობები