უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრი სახლი ყველა მხარეს მდგომარეობის განმუხტვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, ვაშინგტონი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებს.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ხელისუფლების მიერ ხალხის მოთხოვნების უგულებელყოფის შედეგია.
ვაშინგტონი კიდევ ერთხელ სთხოვს ოფიციალურ კიევს გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომელიც პარლამენტმა 16 იანვარს მიიღო. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის.
ჯო ბაიდენმა საუბრისას აღნიშნა, რომ კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი შესაძლებლობა ხელისუფლების მხრიდან რეალურ დათმობებზე წასვლაა.
მასალის გამოყენების პირობები