კიევში გრუშევსკის ქუჩა კვლავ ცეცხლის ალშია გახვეულია. წუხანდელი ღამის განმავლობაში დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის მცირე დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, გამთენიისას დემონსტრანტებმა "დინამოს" სტადიონისა და დამატებითი ტერიტორიის დაკავება შეძლეს.
ამასთან, წუხელ გვიან ღამით ჩერკასის ოლქში, ადგილობრივი მილიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, თუმცა აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
საპროტესტო აქციები გრძელდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები აქვთ ბლოკირებული.
მასალის გამოყენების პირობები