Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/get_img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/get_img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/get_img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/get_img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
პატიმრების მიმართ წიწაკის გაზის და დამაწყნარებელი სკამის გამოყენება ხდება დასაშვები
საპატიმრო დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე ახალი სპეციალური საშუალების გამოყენება ხდება დასაშვები. სადღეისოდ ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა თუ ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება არის დასაშვები. პარლამენტს უკვე წარედგინა "პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომლის მიხედვით, ხელბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, პატიმრის მიმართ დასაშვები ხდება, ისეთი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მთლიანად გადაიხედა ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საკითხები, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დადგენილი წესები. მთელი რიგი მიმართულებით პატიმართა სასარგებლოდ იცვლება მათი უფლებრივი მდგომარეობა და პირობები. სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებსაც შეეხება. პროექტის მიხედვით, "პატიმრობის კოდექსში" განისაზღვრება რა გარემოებების არსებობისას რა სახის სპეციალური საშუალება უნდა იყოს გამოყენებული და რა წესების დაცვით. მაგალითად, ხერბორკილი გამოყენებულ უნდა იქნას საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ან შეიძლება წინააღმდგობა გაუწიოს, ან ცდილობს გაქცევას გაყვანა-გადაყვანისას. ხელბორკილის გამოყენება მაშინაც მოხდება, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია საკუთარ თავს ან სხვას მიაყენოს ზიანი. დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი და დამაწყნარებელი საწოლი ისეთი ქმედების ჩამდენი პირის მიმართ იქნება გამოყენებული, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ან შეიძლება წინააღმდგობა გაუწიოს, ან გამოხატავს აგრესიას, თუ პირს თავისი ქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას. აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენება ექიმის მეთვალყურეობით მოხდება. რეზინის ხელკეტი და წიწაკის გაზი პატიმრის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების, დაუმორჩილებლობის ან სხვა მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით გამოიყენება. კანონპროექტის მიხედვით, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ გარშემომყოფთა მიმართ, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მასობრივი არეულობის ან ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად გამოიყენება. პროექტში ასევე გაწერილია ის შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობის, წყალსატყორცნი საშუალებების და სასამსახურო ძაღლის გამოყენება უნდა მოხდეს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია. სპეციალური საშუალების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.   ipn
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.