უკრაინის იუსტიციის მინისტრის ელენა ლუკაშის განცხადებით, თუ მომიტინგეები იუსტიციის სამინისტროს შენობას არ დატოვებენ, ის საგანგებო რეჟიმის შემოღებას მოითხოვს. ელენა ლუკაშის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მოსთხოვს, უარი თქვას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
თავის მხრივ, სამოქალაქო მოძრაობა Спильна Справа-ს აქტივისტები იუსტიციის სამინისტროს შენობის დატოვებას არ აპირებენ და თხოვნაზე უარი უთხრეს ოპოზიციის ლიდერ ვიტალი კლიჩკოსაც.
"შევეცადე, მათთან მოლაპარაკებების გამართვა. სამწუხაროდ, მათ უარი თქვეს შენობის დატოვებაზე. კიდევ ერთხელ შევეცდებით დავარწმუნოთ მათი ხელმძღვანელები, რომ შენობა დატოვონ", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
სამოქალაქო მოძრაობა Спильна Справа-ს აქტივისტებმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შენობა წუხელ გვიან ღამით დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები