ძებნაში მყოფი მეგის ქარდავა, სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა, თუმცა საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სერგო თეთრაძის საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის თეთრაძის, ჩიკვატიასა და ლონდარიძის წამება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩიკვატიასა და ლონდარიძის ეპიზოდებზე გამტყუნდა ქარდავა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ცნობისთვის, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ჯაშუშობის ბრალდებით, 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს, 25 სექტემბერს იგი გლდანის ციხეში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები