საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და ავტომანქანების შესყიდვა/ჩანაცვლების წესი დაამტკიცა.
წესის მიხედვით, სახელმწიფო ორგანიზაციების სატენდერო წინადადებებში მოთხოვნილი იქნება არა მხოლოდ შესაძენი მანქანის საწყისი ღირებულება, არამედ მანქანის საწყისი ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ფასი ერთი წლის განმავლობაში (საწვავის ხარჯი, მომსახურების ხარჯი და ა.შ.).
ამავე წესის თანახმად, სახელმწიფო ავტოპარკი დაიყო ოთხ კატეგორიად: IV ყველაზე დაბალი კატეგორიის ავტომობილები გამოიყენება საკურიერო-საფელდეგერო მომსახურებისთვის და ქალაქის შიგნით თანამშრომელთა ტრანსპორტირებისთვის. ამ კატეგორიის ავტომობილის ფლობის მაქსიმალურ ფასად განისაზღვრა – $15 400 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).
III კლასის ავტომობილები გამოიყენება სამორიგეო, მომარაგების, თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით; მოემსახურება საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის უფროსს, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველს, რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირებს. ფლობის მაქსიმალური ღირებულება -$16800 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის -$24300 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).
II კლასის ავტომობილები მოემსაახურება ქვემოთ ჩამოთვლილი რანგის საჯარო მოსამსახურეებს და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: დეპარტამენტის უფროსი, მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირებიდა სხვა ამ რანგის საჯარო მოსამსახურეები. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $21000 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში). მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება - $26500 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).
I-კლასის ავტომობილები განკუთვნილია ქვემოთ ჩამოთვლილი თანამდებობის პირებისათვის და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მინისტრების და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეები, და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი. საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და სხვა ამ რანგის თანამდებობის პირები. მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა მაღალი განმავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება $47000 (ფასში შედის ავტომობილის საწყისის ღირებულებას დამატებული მისი ფლობის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში).
ამასთან, დადგინდა ავტომობილების გადანაწილების წესი - 1 ცალი ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ცალი ავტომობილი. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ მისიებზე, პროტოკოლის ავტომობილებზე, თავდაცვის სამინისტროს გენ.შტაბზე, ოპერატიული დანაყოფებზე და სხვა განსაკუთრებული სპეციფიკის მქონე უწყებებზე.
ჩამოთვლილი კატეგორიის სამსახურებს ავტოპარკის სტანდარტიზაციისთვის, დაევალათ სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით ინდივიდუალური პროექტების შემუშავება.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დაფუძნებულია რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილებასა და მოდელზე.
მასალის გამოყენების პირობები