გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით თებერვლის პირველ კვირაში აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ყინვები დაფიქსირდება. 30-31 იანვარს, მთელს საქართველოში თოვლის ნალექია მოსალოდნელი. დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს. ხვალ დღის მეორე ნახევრისთვის კი წვიმა თოვლში გადავა და აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება.
31 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც დღისითაც და ღამითაც ყინვები დაფიქსირდება. 1 თებერვლიდან, ერთი კვირის მანძილზე უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში, დღისითაც და ღამითაც, მაღალი ყინვები დაფიქსირდება.
ამასთან, 1-2 თებერვალს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, სურამი-გორის მონაკვეთზე იქროლებს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, იქნება ნისლიც. მაღალმთაში მოსალოდნელია ქარბუქი.
1 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში თოვლის ნალექი შეწყდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი თოვლის ნალექის ინტენსივობა თანდათან შესუსტდება. 1 თებერვლიდან აღმოსავლეთში ძლიერი ყინვები დაფიქსირდება. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში 1 თებერვალს, ღამით მოსალოდნელია ყინვა საშუალოდ -10 გრადუსი, დღისით -5 გრადუსი. თბილისში - დღისით -3; ღამით -5.
2 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში იქნება ღამით -15-მდე; დღისით -6; -1; თბილისში დღისით -5; ღამით -9 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები