ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო 4 რეისი ვერ შესრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ვერ მიიღო ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი და ის ქუთაისში დაეშვა. "პეგასუსის" ლაინერი სტამბულიდან არ გამოფრინდა, ხოლო ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსის" თვითმფრინავი უკან, სტამბულში დაბრუნდა.
თბილისიდან ანკარაში გადაფრინდა და მიუნხენში დაბრუნდა ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" რეისიც. გადაიდო ის რეისებიც, რომლებიც თბილისიდან უნდა შესრულებულიყო. როგორც მგზავრები აღნიშნავენ, აეროპორტში განუცხადეს, რომ გადადებული რეისები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გადადებული რეისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები