წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013
წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8,4 პროცენტი, ხოლო
2013 წლის IV კვარტალში 6,9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 3,1 პროცენტი შეადგინა.
თუმცა, უწყების ცნობით, იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი
ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე
დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.
მასალის გამოყენების პირობები