ექს-ან-პროვანსის სასამართლომ დავით კეზერაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა. ხოლო მოუწევს თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა - ეს დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.
5-საათიანი პროცესის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე 27 თებერვალს გამოაცხადებს. მანამდე კი, მომავალ ორშაბათს გახდება ცნობილი გაატარებს თუ არა კეზერაშვილი 27 თებერვლამდე დარჩენილ დროს პატიმრობაში.
პროკურორ ირაკლი დონდოლაძეს, რომელიც საფრანგეთში პროცესს ესწრებოდა, ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვს და აცხადებს, რომ კეზერაშვილის პატიმრობაში დატოვება მნიშვნელოვანი იყო.
ბრალდებულის ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ სასამართლომ საქმის პოლიტიკური სარჩული უნდა გაითვალისწინოს, ექსტრადიციაზე უარი თქვას და ორშაბათს კეზერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
მასალის გამოყენების პირობები