საქართველოს პრეზიდენტს მომავალ კვირას პარლამენტში ელოდებიან, თუმცაზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გაირკვევა. გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მოხსენებით ფრაქციების თავმჯდომარეები წარსდგებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი რა ფორმატით წარიმართება პრეზიდენტის დეპუტატებთან შეხვედრა და იქნება თუ არა კითხვა-პასუხის რეჟიმი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე მოლაპრაკებებს მართავს პარეზიდენთან და საპარლამენტო უმცირესობასთან.
მასალის გამოყენების პირობები