ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მისი შემცვლელის შერჩევამდე დარჩება. როგორც ჩუბინიძემ განაცხადა, მისი სავარაუდო შემცვლელის კანდიდატურა მისთვის ჯერ ცნობილი არ არის. მისი განმარტებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მუშაობაში შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, თანამდებობაზე შემცვლელის დასახელებამდე და მისთვის უფლებამოსილების გადაბარებამდე დარჩება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ირაკლი ღარიბაშვილი კი ოფიციალური ვიზიტით მიუნხენში იმყოფება.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი უფროსი ანზორ ჩუბინიძე თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მას ამ თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი შეცვლის, რომელიც ამჟამად სტრატეგიული ობიექტების დაცვის სამმართველოში მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები