ირანმა თავისი აქტივების ნაწილი დაიბრუნა დასავლეთის მიერ სერთაშორისო სანქციების გამო გაყინული ირანული აქტივების პირველი ნაწილი, ქვეყნისთვის დასაბრუნებლად შვეიცარიის ბანკში გადაირიცხა. 500 მილიონი დოლარი ირანს ადრე მიღებული შეთანხმების თანახმად დაუბრუნდება.
ეტაპობრივად ირანს სულ 4 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დაუბრუნდება. გასული წლის ნოემბერში ირანმა და საერთაშორისო შუამავლების „ექვსეულმა“ მიაღწიეს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ ირანი ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების ხარჯზე, შეამცირებს ბირთვულ პროგრამას. იმ დროს, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს განზრახული აქვთ 18 თებერვალს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან ირანის ბირთვული საკითხის გადასაჭრელად, წერს ევრონიუსი.
მასალის გამოყენების პირობები