საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუმჯობესებას სინოპტიკოსები 5 თებერვლიდან ვარაუდობენ. სპეციალისტების პროგნოზით, შესუსტდება ქარი და ტემპერატურა მოიმატებს.
უახლოესი დღეების განმავლობაში კი ყინვები შენარჩუნდება ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამ დრომდე ყინვაა. ზოგიერთ უბანში ტემპერატურა მინუს 9 გრადუსია.
მასალის გამოყენების პირობები