საქართველო „ფორბსის“ ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნების 2013 წლის რეიტინგში 50–ე ადგილს იკავებს.
რეტინგში ქვეყნები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, მათ შორისაა ვაჭრობის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, საკუთრების უფლება, ინოვაცია, ინვესტორების დაცვა, ასევე კორუფცია. „ფორბსის“ განცხადებით, საქართველოს მთავარი ეკონომიკური აქტიურობა მოიცავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი ჰიდროენერგიის წყაროს მფლობელია და ენერგეტიკაში საჭიროების დიდი ნაწილს თავადვე აკმაყოფილებს. მათივე თქმით, 2006-2007 წლებში საქართველომ ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარჯზე, 2008 წლის აგვიტოს კრიზისის შემდეგ ეკონომიკა შემცირდა, თუმცა 2010-12 წლებში ისევ გამოცოცხლება დაიწყო. ამასთან, „ფორბსი“ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა მაღალია და 15%–ს აჭარბებს. „ფორბსის“ რეიტინგში 145 ქვეყანაა შესული, ხოლო ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნად ირლანდიაა დასახელებული.
მასალის გამოყენების პირობები